მოსკოვის მრავალფუნქციურ ცენტრში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

07 დეკემბერი 2021, 18:10 881 ნახვა

მამაკაცი, რომელმაც მოსკოვის მრავალფუნქციურ ცენტრში ცეხლი გახსნა, არაადეკვატურ მდგომარეობაში იყო. მას იარაღის გარდა სადენებიანი ჩანთა აღმოაჩნდა, სადაც   შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობაც ყოფილიყო.  შემთხვევის ადგილზე გამნაღმელები მუშაობენ.

მამაკაცმა  სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც  მას მრავალფუნქციური ცენტრის დაცვის თანამშრომელმა  პირბადის გაკეთების  თხოვნით მიმართა.  მან უარი თქვა პირბადის გაკეთებაზე  და ადმინისტრატორსა და  დაცვის წევრს ესროლა.  ინციდენტის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული 10 წლის გოგონაა.  თავდამსხმელი დაკავებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი