ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სამი ადამიანი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით დააფიქსირეს ყალბი მონაცემები, რითაც შეიქმნეს ფიქტიური აქტივი ჯამში 2 მილიონ 209 207 ლარის ოდენობით.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3 103 197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე.