ე.წ. ფულის გათეთრების საქმე - დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

06 დეკემბერი 2021, 11:53 980 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძის თქმით,  ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და მიაჩნია, რომ  ამით  საერთაშორისო  იმიჯი შეილახება.  ამბობს, რომ  საქმე პრეცენდენტულია.   

"ლელოს" ლიდერი ირწმუნება, რომ ფულის გათეთრებას და მითვისებას ადგილი არ ჰქონია და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2 წლის წინ  ჯგუფურად 16 მილიონ  664 ათასი   დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში