იქნება თუ არა ომი უკრაინაში?

05 დეკემბერი 2021, 15:10 1349 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო შეჭრის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს  CNN-ი. ამერიკის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო კონტინგენტი გაიზარდა და უკვე 175 ათასს აღწევს.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვარზე განლაგებული აღჭურვილობა საკმარისი იქნება წინა ხაზის ძალების მოსამარაგებლად შვიდიდან 10 დღემდე, ხოლო სხვა დამხმარე დანაყოფების მოსამარაგებლად ერთი თვის განმავლობაში. უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრას ექსპერტები ახალი წლის შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებიდან ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი