არასტანდარტული ციტრუსის ქარხანა

05 დეკემბერი 2021, 15:15 783 ნახვა

არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანამ არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო.  მიღების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო და  არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.  კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სამინისტრო 1 კგ მანდარინზე 10 თეთრის  სახელმწიფო სუბსიდიას გადაუხდის, შესაბამისად სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში