ექსპრეზიდენტის მდგომარეობა

05 დეკემბერი 2021, 12:16 1163 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა გორის ჰოსპიტალთან განაცხადა. ნინო  გოგორიშვილის თქმით,საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.

ექიმი ამბობს, რომ ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება საქართველოს ექსპრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით.

რაც შეეხება პრეპარატების დანიშვნას, აცხდებს, რომ  შეჯერება მოხდა მარიამ ჯიშკარიანის კომისიას და სახელმწიფო კომისიას შორის და ეს პრეპარატები ახლა ასე ინიშნება“.

ცნობისთვის, "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატების საკმაოდ მაღალი დოზები დაუნიშნეს, რისი საჭიროებაც არ იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი