თეატრალური საყმაწვილო დასების ფესტივალის "პირველი ავტოგრაფის" ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოზარდებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სემინარი ჩაუტარდათ. ფესტივალი "პირველი ავტოგრაფი" ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება და მასში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების თეატრალური დასები მონაწილეობენ.