ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს

03 დეკემბერი 2021, 13:23 1697 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ დავით მჭედლიშვილი აირჩიეს. მან მმართველი პარტიის 24 დეპუტატის ხმა მიიღო.

​საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის მიერ მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო დაყენებული. სხვა კონკურენტი მას არ ჰყოლია.

რაც შეეხება "გახარია-საქართველოს" წევრებს პარტიის ორმა დეპუტატმა, მათი პოზიცია არ დააფიქსირა და მჭედლიშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

საკრებულოების თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. დავით მჭედლიშვილის პირველი მოადგილე ნათია თხილაიშვილი იქნება. მეორე მოადგილე გურამ აბაშიძე, მესამე მოადგილის პოსტს კი ჯემალ ბლადაძე დაიკავებს.

ქობულეთის საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა "ქართული ოცნების" 1 ფრაქცია, ასევე შეიქმნა მუდმივმოქმედი 5 კომისია.

ქობულეთის ახალი მოწვევის საკრებულო სულ 39 წევრისგან შედგება. თვითმმართველობის არჩევნებზე, ქობულეთის საკრებულოში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 13-მანდატი ერგო, "გახარია საქართველოსთვის" 2-მანდატი, რაც შეეხება "ქართული ოცნებას", ის 24 წევრითაა წარმოდგენილი.

დავით მჭედლიშვილი 4 წელი წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი