დღეს ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება

03 დეკემბერი 2021, 11:19 979 ნახვა

დღეს, 3 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები გაიმართება.

სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი თავმჯდომარის არჩევამდე, პირველი სხდომის წაყვანის უფლებამოსილება საკრებულოს უხუცეს წევრს აქვს.

საკრებულოების პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება. პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.

ბათუმის 35-წევრიან  საკრებულოში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' 15 წევრი შეიყვანა, თუმცა ერთ-ერთი მაჟორიტარი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. საკრებულოში შევიდა „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე. ასევე გიორგი გახარიას პარტიის სამი წევრი, მათ შორის ერთმა პარტიის რიგები დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს მუშაობას. 

''ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ეყოლება. 

პარტია ''საქართველოსთვის'' წევრები პირველ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

ბათუმის საკრებულოს სხდომა 12 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

ამ დროიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს, თუმცა მანამდე 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი