“იძებნება გმირი პოლიციელი” - ამ შინაარსის სტიკერები აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე დატოვეს. საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ გაიმართა. აქციის მონაწილეები დაკავებული მოქალაქეების, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოთხოვნების შესრულებამდე გამოსვლებს ისევ გააგრძელებენ.