მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

20 იანვარი 2025, 12:03 94 ნახვა

მთავრობის სხდომის პარალელურად მედიის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას კანცელარიასთან ლოზუნგით - „თავისუფლება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს“ მართავდნენ.

აქციაზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და გათავისუფლების მოთხოვნით სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

ისინი მთავრობის წევრებისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს პროკურატურამ დააყენოს ახალი შუამდგომლობა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით სახით შეიცვალოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი