ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ირონიულია - შალვა პაპუაშვილი

20 იანვარი 2025, 11:49 60 ნახვა

ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს.

„რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს „არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო“. ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“, – წერს პაპუაშვილი X-ზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი