სააკაშვილის გამოსვლა სასამართლოზე

02 დეკემბერი 2021, 19:47 952 ნახვა

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე რამდენიმე საათიანი მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გორის ჰოპსიტალშია,სადაც ის ლიზა იასკომ და თინა ბოკუჩავამ მოინახულეს. დღეს მიხეილ სააკაშვილს ხანგრძლივი სიტყვა ჰქონდა, მაგალითად მოიყვანა დავით აღმაშენებლის „ გალობანი სინანულისა“, დაინტერესდა მასთან ერთად რატომ არ ასამართლებენ სანდრა რულოვსს და ისაუბრა მის სამომავლო ოცნებაზეც. მისი საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ ბრალდებულის აღიარებით, სპა-პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად მოიხმარდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის გამოსვლისას მკაფიოდ ახსნა ყველა ის ხარჯი, რომელთან დაკავშირებითაც მას ბრალდება ედავება და ნათელი გახდა, რომ ეს თანხები საჭიროების გამო დაიხარჯა და არა ფუფუნებისთვის. ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე მომდევნო პროცესი 27 დეკემბერსაა  ჩანიშნული,სადაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში