სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმში ეუთო-ს მინისტერიალზე გამოსვლისას განაცხადა. ჩავუშოღლუს თქმით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფს შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში ახალ რეალობაში თავისი წვლილი შეიტანოს და თავისი შესაძლებლობები მშვიდობისთვის გამოიყენოს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებაა საჭირო. ჩავუშოღლუ ეუთო-ს სივრცეში მთავარ პრობლემად ტერორიზმს, ორგანიზებულ დანაშაულს, ქსენოფობიასა და არალეგალურ მიგრაციას ასახელებს.