კრემლის სარკისებური რეაქცია

02 დეკემბერი 2021, 14:32 1034 ნახვა

კრემლის გადაწყვეტილებით,  შეერთებული შტატების საელჩოს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც რუსეთში  უკვე სამ წელზე მეტია საქმიანობენ,  ქვეყანა 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა დატოვონ.  

მოსკოვმა ამ ნაბიჯით ვაშინგტონის მიერ 27 რუსი დიპლომატისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ქვეყნის დასატოვებლად 30 იანვრამდე მიცემულ ვადას უპასუხა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ამერიკული წესების მიხედვით, ქვეყნიდან გამოშვებული რუსი დიპლომატები აშშ-ში სამუშაოდ დაბრუნებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი