„ომიკრონი“-ის პირველი შემთვევები აშშ-სა და საბერძნეთში

02 დეკემბერი 2021, 14:32 1107 ნახვა

აშშ-სა და საბერძნეთში  კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.  

აშშ-ში კოვიდინფიცირებული კალიფორნიელია. იგი ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა და შვიდი დღის შემდეგ ტესტირებამ ინფიცირება დაადასტურა. იგი სრულად ვაქცინირებული იყო.  ინფიცირებული სამხრეთ აფრიკიდან საბერძნეთში 26 ნოემბერს დაბრუნდა. აეროპორტში გაკეთებულმა ექსპრეს-ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. 

მოგვიანებით მას მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა და 29 ნოემბერს გაკეთებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულს ომიკრონის შტამი დაუდასტურდა. იგი  და მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კარანტინშია გადაყვანილი.

კორონავირუსის ომიკრონის შტამი მსოფლიოს უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში