ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი დღეს შეფერხებით მიმდინარეობდა 

30 ნოემბერი 2021, 17:12 954 ნახვა

დღეს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. რეგისტრატურასთან რიგები იყო.

პრობლემები მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეექმნათ, რომლებმაც ვიზიტი წინასწარ არ დაჯავშნეს. შეფერხებით მუშაობდა საიტი, სადაც ვაქცინაციამდე ადამიანებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ.

რაც შეეხება წინასწარ დაჯავშნილ ადგილებს, აღნიშნულ შემთხვევაში მოქალაქეებს პრობლემები არ შექმნიათ. 

ამ დროისათვის ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების აქტიურობა შეინიშნება. გუშინ 500-მდე პირი აიცრა. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი