''ომიკრონი'' მსოფლიოს უკვე 20 ქვეყანაში დაფიქსირდა

30 ნოემბერი 2021, 14:07 1336 ნახვა

კორონავირუსის  კოვიდ-19-ის ახალი შტამი ომიკრონი მსოფლიოს 20 ქვეყანასა და რეგიონში გამოავლინეს, ახალ შემთხვევათა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ომიკრონის პირველი შეთხვევები დაფიქსირდა ესპანეთში, იაპონიაში, ავსტრიაში და საფრანგეთში. 

მანამდე ომიკრონის შემთხვევები დადასტურდა ავსტრალიაში, ბელგიაში, ბოტსვანაში, კანადაში, ჩეხეთში, დანიაში, გერმანიაში, ჩინეთში, ისრაელში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, სამხრეთ აფრიკაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში. ომიკრონი ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოავლინეს. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იგი შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელედბა, ვიდრე სხვა შტამები და დიდი რაოდენობით მუტაციას შეიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში