ლისაბონის საფეხბურთო გუნდის 13 წევრს კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" დაუდასტურდა. სპორტსმენები მას შემდეგ დაინფიცირდნენ, რაც ერთ-ერთი მოთამაშე პორტუგალიაში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა. ფეხბურთელების ინფიცირების შესახებ შაბათს გამართული მატჩის დროს გახდა ცნობილი. თამაში მეორე ტაიმის მეორე წუთზე შეწყდა იმის გამო, რომ შესვენების შემდეგ საფეხბურთო მოედანზე მხოლოდ შვიდი მოთამაშე დაბრუნდა, რადგან დანარჩენი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. კლუბის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამჟამად თვითიზოლაციაში 44 სპორტსმენი იმყოფება. კორონავირუსის ახალი შტამის“ ომიკრონის“ გამოვლენის გამო რამდენიმე სახელმწიფომ სამხრეთ აფრიკის ქვეყნებისთვის საზღვრები ჩაკეტა.