ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების განსახილველად დღეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს.
კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით ბრიტანეთმა ახალი შეზღუდვები დააწესა, კერძოდ, გაამკაცრა ბრიტანეთში შესვლის წესები , ასევე ინგლისში სავაჭრო ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა.
კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და „ომიკრონი“ უწოდა.
ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის ქვეყნებმა სამოგზაურო შეზღუდვა დააწესეს.