პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს - პრემიერი

29 ნოემბერი 2021, 11:18 1186 ნახვა

​ონალაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი, საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმი. ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით,- ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, წესდება ასაკობრივი ზღვარი, 25 წლამდე პირებს აეკრძალება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. 

"25 წლამდე, ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აქაც, დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ ვის შეეხება აღნიშნული შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.

აიკრძალება აზარტული თამაშების ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ გვერდებზე რეკლამის განთავსება.

სათამაშო ბიზნეს-ოპერატორებისთვის შეიძლება დასაშვები იყოს, მხოლოდ სპონსორების ხელშეკრულების გაფორმება"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განმარტებით, მკაფიოდაა გაწერილი კონტროლის მექანიზმებიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი