მექსიკაში მოძრავი ავტობუსი სახლს შეეჯახა. სან ხოსე ელ გუარდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია 20 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭების პრობლემა ჰქონდა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.