აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
პოლიციას ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები და აქტივისტები ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 5 პირი დააკავა.
მოქალაქეები ცდილობენ სამართალდამცველების ავტომობილებს გზა გადაუკეტონ და დაკავებულების ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცენ.
სამართალდამცველები ტერიტორიიდან მათ გაყვანას ცდილობენ.