„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდნენ

25 ნოემბერი 2021, 15:38 1233 ნახვა

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე მივიდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს.

დეპუტატებმა მეხსიერების ბარათით სამმართველოში, გუშინ პარტიის მიერ გავრცელებული, ფარული ჩანაწერიც მიიტანეს.

"მოლოდინი არ გვაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ინსტიტუციებისადმი პატივისცემის ნიშნად მოვედით გამოკითხვაზე. მივაწვდით მათ ინფორმაციას, რაც საჯაროდ გვითქვამს თუ არ გვითქვამს, დეტალურად.

ეს ჩანაწერი პირადად ნუგზარ ფუტკარაძემ მიაწოდა გიორგი კირთაძეს. პირად საუბრებში გვიდასტურებდა ის, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვის მცდელობას და მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით გამოძიებას"-განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი