„დროას” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოითხოვენ - აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

25 ნოემბერი 2021, 12:50 1123 ნახვა

თბილისში, ”ქართული ოცნების” ოფისთან, პარტია „დროას” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მთავარი მოთხოვნაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა, ბათუმის საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზის გამოძიება და საქმეში მონაწილე პირების დასჯა.

"დღევანდელი აქციის მოთხოვნაა გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, რომლის პასუხისმგებლობაა ის ტრაგედია რაც დატრიალდა ბათუმში. გამოიძიონ საქმე და დაისაჯოს  ვინც დამნაშავეა. ამ ოფისში წყდება ყველაფერი. წითელი ხაზია, როცა ადამიანის სიცოცხლეს იწირავს"- აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა განგაშის სირენა ჩართეს, რადგან მათი განცხადებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა. 

მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში