თანამშრომლების მემორანდუმი

11 დეკემბერი 2016, 00:00 3035 ნახვა

შესაძლოა, აჭარაში მალე თურქული ინვესტიციით თხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნას. რეგიონში უცხოური ინვესტიციის დაბანდებაზე დღეს აჭარისა და ორდუს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. საკითხი ორი ქვეყნის ბიზნეს დელეგაციების შეხვედრის ფორმატში განიხილეს, რომელზეც ორდუსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ორწლიანი თანამშრომლობმა მხარეებმა დამატებითი ოფიციალური დოკუმენტით გაამყარეს და მისი მთავარი მიზანი რეგიონებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესმენებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევაა. მემორანდუმის ფარგლებში ორდუსა და აჭარაში  სავაჭრო-სამრეწეველო პალატების ოფიციალური წარმომადგენლები იმუშავებენ, რომელთა უფლებამოსლიებაც ხელმომწერებმა ოფიციალურად უკვე ცნეს.  

ამავე კატეგორიაში