62 000 ლარი ქობულეთის საახალწლო განათებაზე

24 ნოემბერი 2021, 14:51 519 ნახვა

საახალწლო განათების შეძენისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 62 000 ლარი გამოყო.

განათებები 17 სახეობის იქნება, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა. გამარჯვებული კომპანია "დანდია".

პანდემიის გამო ქობულეთის მერიას გასულ წელს საახალწლო განათებები არ შეუძენია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში