სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა სირიის ცენტრალურ რეგიონში „აგრესიული საჰაერო“ თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, სირიის საჰაერო თავდაცვამ ქალაქ ჰომსზე თავდასხმა მოიგერია.
„ისრაელის საჰაერო აგრესიის სამიზნე ცენტრალური რეგიონის ნაწილები იყო და საჰაერო თავდაცვამ რეაგირება მოახდინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ერთი მოქალაქე და ექვსი ჯარისკაცი კი - დაშავდა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მატერიალური ზარალიც მოჰყვა.