მორიგი აქცია დაზიანებული სახლების გამო

22 ნოემბერი 2021, 18:22 995 ნახვა

მორიგი აქცია დაბა მახინჯაურში. მოქალაქეები კვლავ მაგისტრალის მშენებლობით შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ადგილზე შეკრებილებმა განმარტეს,  მშენებლობის გამო დაიბზარა სახლები და დაზიანდა საავტომობილო გზა. აცხადებენ, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. იმ შემთხევვაში თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, ამბობენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.  საპასუხო კომენტარი არ გაკეთებულა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, პრესცენტრი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში