კამპანია „მე მომავალში"

11 დეკემბერი 2025, 10:10 85 ნახვა

ბათუმში, კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში, ახალგაზრდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სპორტული ტურნირი დაიწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ბათუმის 10 საჯარო სკოლის 40 მოსწავლე.

აქტივობები სამ ეტაპად ტარდება. უკვე გამოვლინდა ოთხი ფინალისტი სკოლა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ტურნირს  მასწავლებლებიც სიმბოლურად შეუერთდებიან. ღონისძიების დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და სიგელებით.

გამარჯვებულ სკოლას  თასი გადაეცემა, ხოლო მონაწილე სკოლებს სამახსოვრო სიგელები.

კამპანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი