ამერიკის უისკონსინის შტატში სადღესასწაულო აღლუმზე ხალხში ავტომობილით რეპერი დერელ ბრუკსი შევარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.გამოცემების თანახმად, ორი დღით ადრე 39 წლის მუსიკოსი გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს. ტელეარხ ენ-ბი-სის მონაცემებით, ავტომობილის მძღოლი ჩხუბისა და დანით მიყენებული ჭრილობის შედეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. ქალაქ უოკეშოში ავტომობილი ხალხში საშობაო აღლუმის დროს შევარდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 ადამიანი, 40-ზე მეტი კი დაშავდა.