უინსკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში მაღალი გამავლობის ავტომობილი საშობაო აღლუმის მონაწილეებს შორის შევარდა. ინციდენტის გამო დაშავდა ათობით ადამიანი, არის მსხვერპლიც.
დაღუპულების რაოდენობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაშავებულებს შორის აღლუმის მონაწილეები და საცეკვაო ჯგუფის წევრები არიან, უმეტესობა მათგანი ბავშვია. პოლიციამ იპოვა ავტომობილი, რომელიც აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარის ტერორიზმთან კავშირზე ჯერ არ საუბრობენ.