თალიბების აკრძალვები

22 ნოემბერი 2021, 10:33 765 ნახვა

„თალიბანი“ ავღანეთის ტელევიზიებს მოუწოდებს, არ გაუშვან ეთერში ის სერიალები ან დრამები, რომლებშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ. აღნიშნული მითითება ავღანეთის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ გასცა.

ამასთან, სამინისტროს განცხადებით, ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს, რომლებიც ეთერში გამოჩნდებიან, ჰიჯაბი უნდა ეცვათ.

სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მითითების თანახმად, უნდა აიკრძალოს ფილმები ან შოუები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ ან ავღანურ ღირებულებებს.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მითითებები არ არის სავალდებულო და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში