საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

19 ნოემბერი 2021, 10:54 756 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4 154 .

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, „პისიარ“ ტესტით – 20 025.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 804 571 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 741 470 გამოჯანმრთელდა, 11 352 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 082 020 აცრა, დღიურად აცრილია 7 099.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი