კოვიდ-19-თან ბრძოლაში პირბადე ყველაზე ეფექტური საშუალებაა

18 ნოემბერი 2021, 18:21 1148 ნახვა

პირბადის ტარება კორონავირუსით  ინფიცირებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ასეთია ახალი კვლევის შედეგი, რომელსაც ბრიტანული გარდიანი აქვეყნებს.  მეცნიერები მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ამტკიცებენ, რომ კოროვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში პირბადის ტარება ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა. ასევე ეფექტურია დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა. 30-ზე მეტმა ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირბადის ტარება ავადობას 53%-ით, დისტანციის დაცვა კი 25%-ით ამცირებს. ხელის დაბანაც ეფექტურია და დადასტურებულია, რომ ის ავადობას 50%-ზე მეტით ამცირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი