გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები, პოეტის ესკიზები - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა.
დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა ასევე პირველად ნახოს გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული.
ხელნაწერთა გამოფენა პოეტის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოეწყო.