ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია - მოშიმშილეებს პოლიციამ დარბაზი დაატოვებინა 

17 ნოემბერი 2021, 15:09 1001 ნახვა

ზუგდიდის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირებაა. მოშიმშილეები პოლიციას, სხდომათა დარბაზიდან, ძალის გამოყენებით გამოჰყავთ. 

შეუძლოდ გახდა ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი წევრი, რომელიც რამდენიმე დღეა შიმშილობს. მას დახმარებას სასწრაფო-დახმარების ექიმები უწევენ. 

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გაიტანეს ის ლეიბები და პირადი ნივთები, რომელიც  მოშიმშილეებმა სხდომათა დარბაზში დღეს დილით შეიტანეს.

ამ წუთებში კი, დარბაზში ძველი მოწვევის საკრებულოს წევრები შევიდნენ. ისინი სხდომას მართავენ და 2022 წლის ბიუჯეტზე უნდა იმსჯელონ. 

''საკრებულოს დარბაზიდან გამოგვათრიეს. ეს არის ''ქართული ოცნების'' სახე და ეს არის რეალობა'' - განაცხადა ანა წითლიძემ.  მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს და ეშინია. 

15 ნოემბერს, ზუგდიდის საკრებულოს ხუთმა წევრმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საკრებულოს შენობაში შიმშილობა დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი