ბათუმში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა 

17 ნოემბერი 2021, 10:10 3988 ნახვა

ხანძარი იყო ბათუმში. ფარნავაზ მეფისა და თაყაიშვილის კვეთაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. 

დამწვარია მანსარდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

​თვითმხილველების თქმით, მიმდებარე სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს დროებით საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, იყო ძლიერი დაკვამლიანებაც. 

ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს  გაუჩნდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, მიმდინარეობს გამოძიება. 

 

ფოტო: გიორგი მურვანიძე 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი