მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ქალაქის სივრცეში, 2022 წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება

16 ნოემბერი 2021, 16:47 2651 ნახვა

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება. პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით მხარი დაუჭირა,

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება. კერძოდ, ეს ეხება პირველ ეტაპზე „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

ამ დროისთვის მართვის მოწმობისთვის გამოცდის ჩაბარება ერთეტაპიანია და სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი