მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.
ის საქართველოში დღეს დაბრუნდა.
ჯერ უცნობია სად აპირებს შიმშილობის დაწყებას, თუმცა განმარტავს, რომ ეს არ იქნება არც ოპერა და არც კონსერვატორიის შენობა.
"გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინა მთელი საქართველო, ეს როგორ იკადრეს არ ვიცი.
ამიტომაც ჩამოვედი, მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყებ. მოვემზადები და დღეიდან უნდა დავიწყო შიმშილობა.
თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს'' - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.