კორონავირუსით გარდაცვლილების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა

16 ნოემბერი 2021, 11:47 921 ნახვა

83 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათში საქართველოში. რამდენიმე კვირაა ლეტალობის მაჩვენებელი  ყოველდღიურად  იზრდება. მხოლოდ ნოემბერში  კოვიდით 1095 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიას კი ჯამში 11 ათას 140 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო მსოფლიო კოვიდ რუკაზე გარდაცვალების და ახალი შემთხვევების რიცხვით ისევ პირველ ხუთეულშია. 

ბოლო 24 საათში კოვიდი  5204 ადამიანს დაუდასტურდა  და ახლა ქვეყანაში  53 ათასამდე ინფიცირებულია. 

გუშინ 8 ათას 200-ზე მეტი ადამიანი აიცრა, შედეგად კი სრულად ვაქცინირებული მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 34 პროცენტია. 

ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი