მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება. 15 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ: “სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც ფაქტობრივად ცარიელი ხელებით უწევთ ძალიან რთული სიტუაციის მართვა. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ: 1. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში; 2 ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა 3. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გარევთ ექიმებს პოლიტიკაში, მოგვეცით საშუალება ჩვენი საქმე ვაკეთოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.