''მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში'', ''გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები'' - ამ და სხვა მოთხოვნებით ''გირჩი-მეტი თავისუფლების'' ლიდერმა გიორგი ფუტკარაძემ ბათუმში სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მსგავსი შინაარსის წარწერები ავტომობილის საქარე მინაზე დაამაგრა და მანქანა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის შესასვლელთან გააჩერა.
სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გასვლა მოსთხოვეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. პოლიციამ გიორგი ფუტკარაძე დააკავა და ტერიტორიიდან გაიყვანა.
ავტომობილის გასაყვანად ევაკუატორი გამოიძახეს. მანქანაში კი იმყოფება ,,გირჩი-მეტი თვისუფლების'' წევრი თემურ გორგაძე და კარს არ აღებს.
''გირჩი-მეტი თავისუფლების'' აქცია საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. პარტიის წევრებმა სუს-ის შენობის შესასვლელი ავტომობილებით ჩაკეტეს.
თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან იმყოფება ზურაბ ჯაფარიძე.