მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელება შეაფასეს უმაღლეს საბჭოში.
დეპუტატები აცხადებენ, რომ ის არაესთეტიკური სანახავია, თუმცა საჯაროობა მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა განაპირობა. უნდა გასაჯაროვებულიყო თუ არა აღნიშნული ვიდეოჩანაწერები, ამაზე დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დასკვნა შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიტანოს.