სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც რისკი სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება - ელენე ხოშტარია

11 ნოემბერი 2021, 12:59 856 ნახვა

ელენე ხოშტარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრები დაეცემა, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე თანახმა იქნება. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ, ცოტა ხნის, წინ გააკეთა. 

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-9 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

„სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, როდესაც სასიცოცხლო პარამეტრებს შეეხება. რამდენიმე ანალიზში არის ცვლილება, რამდენიმე მაჩვენებელი, თირკმლის და ნერვოლოგიური,  ჩარევას მოითხოვს. არ მინდა ვინმემ ინერვიულოს და დაპანიკდეს. ეს ის არ არის, რომ მე ახლა ვკვდები და ა.შ. არ გვინდა ზედმეტი მღელვარება. უბრალოდ, თუ ახლა თირკმელზე და ნერვოლიგიურზე სამედიცინო ჩარევას არ მივიღებ, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი მოხდეს. ამიტომ, ერთ გადასხმას დავთანხმდი. ერთმა გადასხმამ ეს პარამეტრები არ გააუმჯობესა. ის ისევ კრიტიკულ, დაბალ ზღვარზეა. დავთანხმდი მეორე გადასხმას და სანამ ეს საფრთხე არ მოიხსნება, მედიკამენტებს მივიღებ. არ მივიღებ კალორიებს, დანამატებს. ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ შევიმსუბუქო მდგომარეობა, არამედ იმისთვის, რომ მდგომარეობა კრიტიკულად არ დამძიმდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი