პრემიერმა ონლაინ-ჩართვა გაღვიძებული შვილის გამო შეწყვიტა

11 ნოემბერი 2021, 11:39 1143 ნახვა

საკარანტინო შეზღუდვების პრობლემებთან  დაკავშირებით და კოვიდ-19-ზე  პასუხის შესახებ   მოსახლეობასთან საუბარი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნს   მისმა 3 წლის გაღვიძებულმა შვილმა ნევემ  შეაწყვეტინა. 

შეზღუდვების პერიოდში ბიზნესისთვის სუბსიდიების შესახებ კითხვაზე პასუხისას პრემიერს შვილმა  დაუძახა, მთავრობის მეთაური შებრუნდა, ბავშვს ძილის გაგრძელება სთხოვა და მალე მისვლას დაჰპირდა.

“ბოდიშს გიხდით,  ახალა ბავშვების ძილის დროა. ასე არ არის?-იხუმრა მთავრობის მეთაურმა.  ცოტა ხნის შემდეგ გოგონამ  ისევ დაუძახა დედას, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი ყველას დაემშვიდობა და ვიდეოტრანსლაცია შეწყვიტა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი