თეირანში "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი მოკლეს

31 ივლისი 2024, 19:38 326 ნახვა

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. CNN-ი, ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფაქტს "ჰამასიც" ადასტურებს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიე ისრაელის სამხედრო ძალების რეიდის შედეგად არის მოკლული.

ის ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდასხმას ემსხვერპლა მისი მცველიც. ისრაელის შეიარაღებულ ძალებში მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი