ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთი დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო დარტყმასა და ისრაელის წინააღმდეგ სხვა თავდასხმებზე.
ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ჰასან ნასრალას უსროსი მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული.
ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “წითელი ხაზი გადაკვეთა”.