კოვიდჰოსპიტალში ხანძარმა 2 პაციენტი იმსხვერპლა

11 ნოემბერი 2021, 11:39 531 ნახვა

რუმინეთის ერთერთი ქალაქის საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის  შედეგადაც დაიღუპა ორი პაციენტი. დაშავებულია საავადმყოფოს ექთანი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, 15 პაციენტი კი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის  ჯერჯერობით უცნობია.

ოქტომბერში ხანძარი ქალაქ კონსტანტას ერთ-ერთ კოვიდჰოსპიტალშიც გაჩნდა, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თებერვალში კი,  ბუქარესტის კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი