საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ვაჟა სირაძეს არ დაუკონკრეტებია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენი მხარდამჭერის დაკავება მოხდა სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს.
დაპირისპირება პოლიციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ამ დრომდე გრძელდება.
სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ტერიტორიიდან პოლიციის ავტომობილებით გაიყვანეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც.